ირლანდიური "ბოქსთი"

ანუ კარტოფილის ფენქეიქი

05 ივნ 2020 |

"ბოქსთი" - ირლანდიური ნაციონალური კერძია. ერთი შეხედვით ფენქეიქებს ჰგავს, თუმცა ტკბილი არ არის, უხდება სოუსებს, კარგია გარნირად, ბავშვებისთვის. მზადდება მარტივად და ამ რეცეპტით მინიმუმ 12 ცალი გამოდის.

ინგრედიენტები

მომზადება

მას შემდეგ რაც კარტოფილს გათლით და გარეცხავთ გაყავით ორ ნაწილად ანუ ერთნახევარი კარტოფილი კარგად მოხარშეთ, დანარჩენი კი გახეხეთ. გახეხილი მასა კარგად გაწურეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა და მარილი. ამასობაში კარტოფილიც მოიხარშება, ის ჩაჭყლიტეთ ცალკე ჯამში ნახევარ ჭიქა რძესთან ერთად. დარჩენილი რძე კი გათქვიფეთ ერთ კვერცხთან ერთად, რომელსაც ასევე გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი. ბოლოს ყველა არსებული მასა ერთმანეთში შეურიეთ. ანუ გადაიტანეთ იმ ჯამში სადაც გახეხილი კარტოფილი გაქვთ ფქვილთან ერთად. მიღებული ცომი კოვზით გადაიტანეთ ტაფაზე, გამოაცხვეთ თხელ ფენად. შესაწვავად გამოიყენეთ ცხიმი ან Food4.ge-ს სპრეი ზეთი.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.